არც ველოდებით, არც  ვფიქრობთ დიდად და არც ვნერვიულობთ - ასე უპასუხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ინგა გრიგოლიას კითხვას, რა გეგმა აქვს პარტიას თუ საკონსტიტუციო სასამართლო "ქართული ოცნების" სარჩელს დააკმაყოფილებს და ოპოზიციურ პარტიას აკრძალავს.

"ორი წელია გვკრძალავენ და ვერ აგვკრძალეს. არ ვღელავთ აგვკრძალავენ თუ არა, ძალა აღმართს ხნავს იმ თვალსაზრისით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოშიც ისე აკომპლექტებენ, რომ იქაც ცხრავე, თუ ამ ეტაპზე რვა მოსამართლე მართული იყოს და კლანს  ემორჩილებოდეს, შესაბამისად ჩვენც გავიგეთ, რომ იქაც იყო მათ შორის გარკვეული წინააღმდეგობა ამ გადაწყვეტილების, მას შემდეგ, რაც ჩანაცვლდება ორი მოსამართლე და ბოლომდე ქოცური სპექტრი დაკომპლექტდება რა იქნება არ ვიცით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ვართ მზად, ეს ამბავი არც გვაშინებს, და არც გვაღელვებს", - აცხადებს ცისკარიშვილი. 

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ასაკრძალი პარტიების ამატებს – „გახარია საქართველოსთვის“.

თავდაპირველად ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ოცნებამ“  საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს შეიტანა და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“