ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი გამოდის წინადადებით, შეწყდეს საუბარი "ომსა და უთანხმოებაზე" და მიიჩნევს, რომ აუცილებელია "კონფლიქტის მოგვარების ორმხრივად მისაღები ვარიანტების შეთავაზება".

"მე პირადად გამოვდივარ ამ სიტუაციის მოგვარების მშვიდობიანი და კომპრომისული ვარიანტით: როგორც საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი და თანასწორუფლებიანი სუბიექტები, როგორც ქრისტიანული რესპუბლიკები, შევუერთდეთ რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს“, - აცხადებს კოკოითი.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის ლიდერების განცხადებებს, 2008 წლის ომისთვის ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ, კოკოითი აცხადებს, რომ "ასეთი ძალების არსებობა ამხნევებთ".

"გვამხნევებს ასეთი ძალების არსებობა, რომლებმაც გააცნობიერეს შეცდომები და მზად არიან, პასუხისმგებლობა აღიარონ, თუკი ეს წინასაარჩევნო თამაში არ არის. პერსპექტივაში, ასეთი ძალებით შეგვიძლია, მრავალსაუკუნოვანი კონფლიქტის სამართლიან და ყველა მხარისთვის მისაღებ საბოლოო მოგვარებამდე მივიდეთ", - აცხადებს კოკოითი.