რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა.

"საკითხი იოლი არ არის, რადგან დასავლეთი ქვეყნებს საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აღიარება იქნება.

სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება, არავის ემუქრება და სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდეს. ეს ადვილი არ არის, მაგრამ მიღწევადია“, - განაცხადა კარასინმა.