ელენე ნავერიანის ფილმმა "შაშვი, შაშვი, მაყვალი" სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა.

საუკეთესო მსახიობ ქალად მთავარი როლის შემსრულებელი ეკა ჩავლეიშვილი დასახელდა.

ფილმი "შაშვი, შაშვი, მაყვალი" თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით არის გადაღებული.