არგენტინის მთავრობამ ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ამჟამინდელი დირექტორის რაფაელ გროსის კანდიდატურა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა.

"ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა დღეს წარვადგინო რაფაელ გროსის კანდიდატურა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე“, - წერს არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაბლო კვირნო.

მისი თქმით, გროსის "შესანიშნავი კარიერა“ აქვს, რომელიც 40 წელზე მეტხანს გრძელდება არგენტინის დიპლომატიური კორპუსის წევრად და ბოლოს, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელად.

კირნომ აღნიშნა, რომ გროსის ლიდერის თვისებები აღიარებული იყო, როდესაც ის 2023 წელს მეორე ვადით აირჩიეს IAEA-ს ხელმძღვანელად.

Europa press-ის ინფორმაციით, გროსი წარდგენილია გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2027-2031 წლების პერიოდისთვის. არგენტინამ ის წარადგინა ანტონიო გუტერეშის შემცვლელის ღია არჩევნების პროცესის ფარგლებში.