აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს. 

პირველი კენჭისყრის დროს ორმა რესპუბლიკელმა ჯონსონს ხმა არ მისცა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიცია შეცვალეს.

მეორე კენჭისყრის დროს ჯონსონმა 218 ხმა მოაგროვა.

დღეს რიგით 119-ე კონგრესმა მუშაობა დაიწყო და კანონმდებლებმა ფიცი დადეს. 2019 წლის შემდეგ პირველად, რესპუბლიკურ პარტიას კონგრესის ორივე პალატაზე სრული კონტროლი აქვს.