სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ბ-ნ ვიტალი ჭოლარიას და ქ-ნ ქრისტინე სორდიას, მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს

დიდია ჩვენი მწუხარებას სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.

ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია.

აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა", - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.