სვანეთში რუსი ტურისტები დააყაჩაღეს. 

პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ ბრალად.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ნაკრას ასახვევთან იპოვეს გატაცებული მანქანა, სადაც ადგილობრივების თქმით აღინიშნება სისხლის კვალი. ასევე ნაპოვნია ქალი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში, მისი ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.