აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, იყოს პირველი ლიდერი, რომელიც უკრაინას თვითმფრინავით ეწვევა, ეს სიმბოლური იქნებოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ომი დასრულდება და პრეზიდენტი ტრამპი შეიძლება იყოს პირველი ლიდერი, რომელიც თვითმფრინავით ჩამოვა. ვფიქრობ, ეს სიმბოლური იქნება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში აეროპორტები არ ფუნქციონირებს და სამოქალაქო და სხვა ფრენები არ განხორციელებულა. გამონაკლისს წარმოადგენს სამხედრო ავიაცია, რომლის პილოტებიც ქვეყნის დასაცავად მუშაობენ.

2025 წელს აეროპორტი შესაძლოა, ლვოვში გაიხსნას. ეს შეიძლება იყოს პირველი აეროპორტი ქვეყანაში, რომელიც 2022 წლიდან აღადგენს საჰაერო მიმოსვლას.