აშშ-ში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

ვაშინგტონში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოხატეს ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანებების გამო.

აქციები დაგეგმილი იყო აშშ-ის ყველა შტატში, ასევე მექსიკასა და კანადაში.

დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის საწინააღმდეგო აქციები ევროპის ქალაქებშიც გაიმართა.