როგორ მიწა არ გისკდებათ, როდესაც პირდაპირ ეთერში სულში აფურთხებთ გმირებს, ჯარისკაცებს საქართველოს სახელმწიფოს?! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.

"როგორ უყურებთ ჩუმად, დაჩმორებულები, გაჩუმებულები - ჯალათი წულუკიანის მიერ წარმოებულ რუსულ სასამართლოს?!

როგორ მიწა არ გისკდებათ, როდესაც პირდაპირ ეთერში სულში აფურთხებთ გმირებს, ჯარისკაცებს საქართველოს სახელმწიფოს?!

ეს საცირკო წარმოდგენა, რასაც აყურებინებს მტერს, რუსეთს ნორმალურია?!

წულუკიანის "პრავის კაჩაობა" ადეკვატურია?! მაჭარაშვილი და სოზარი უნდა ეჭიმებოდეს და დაკითხვას უწყობდეს ჯარს?!

ანწუხელიძის სულის არ გეშინიათ, არ გერიდებათ, არ გრცხვენიათ?! მიწა არ გისკდებათ პუტინის სცენარით მიმდინარე მოვლენებს რომ უყურებთ?!

ასე როგორ დაგაბრმავათ სიძულვილმა, ფულმა?! როგორ გაყიდეთ ღირსება, რანაირად ახერხებთ ამ ყველაფერზე დუმილს და მეტიც, მხარდაჭერას?!

ერთი შანსი გვაქვს - პირდაპირი მნიშვნელობით, ესენი უნდა დავამარცხოთ მარბიელ რაზმებთან და ქართულ-რუსულ ომონთან ერთად, თან ამის გაკეთება მოგვიწევს ძალით.

ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია", - წერს ხაბეიშვილი.