აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის მძევლების გათავისუფლების შეთანხმება დასასრულს უახლოვდება.

ბაიდენს ჰკითხეს, ახლოს არის თუ არა მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დასრულება.

"ვვარაუდობ, რომ დიახ“, - უპასუხა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ამაზე საჯაროდ საუბარი აღარ სურს.