ჩეხეთში, ზნოიმოს რაიონში, ოლექსოვიცეს მახლობლად, ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ცამეტი ეკიპაჟი, სამაშველო ვერტმფრენი და სპეცტექნიკა იყო მობილიზებული.

მედიკოსების თქმით, შვიდ პაციენტს მძიმე და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება, 25 ადამიანს მსუბუქი დაზიანებები, 15 ადამიანს კი მხოლოდ პირველადი დახმარება დასჭირდა.