ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, ტოვებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის თანამდებობას და თავისი გადაწყვეტილების შესახებ მეფეს უკვე აცნობა. 

"ჩემი პარტია ახლა სვამს კითხვას: ვარ თუ არა მე საუკეთესო კანდიდატი, რომელიც ლიდერობას გაუწევს მომავალ საყოველთაო არჩევნებში? მე მოვისმინე ჩვენი საპარლამენტო ჯგუფის პასუხი ამ კითხვაზე და მას ღირსეულად ვიღებ“, - განაცხადა მან.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა "მისთვის საყვარელი ქვეყნის პირველ ადგილზე დაყენებას“.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების მოწესრიგებული გადაცემის უზრუნველსაყოფად და თავის მემკვიდრეს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.

კანდიდატების შერჩევა საპარლამენტო შესვენებამდე, 9-დან 16 ივლისამდე გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ "ლეიბორისტულ პარტიას" ახალი ლიდერი, სავარაუდოდ, სექტემბერში პარლამენტის მუშაობის დაწყების დროისთვის უკვე ეყოლება.

დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური ვითარება ადგილობრივ არჩევნებში "ლეიბორისტული პარტიის" დამარცხების შემდეგ გაუარესდა.