22 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის პორტებისკენ მიმავალ სამოქალაქო სავაჭრო გემებს დრონებით დაარტყა. თურქეთის კუთვნილ VICTRESS-ზე ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, თუმცა ის თურქეთის საკუთრებაა. დრონის შეჯახების შემდეგ, გემზე ხანძარი გაჩნდა და ის მნიშვნელოვნად დაზიანდა.

უკრაინის საზღვაო ძალებმა გემის ეკიპაჟის გადარჩენა დაიწყეს, თუმცა ერთი ადამიანი დაიღუპა.

"სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრი, 58 წლის მზარეული, დაიღუპა. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და მეგობრებს. დარჩენილი რვა მეზღვაური ევაკუირებული იქნა“, - აცხადებს უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაცია.

რუსეთის თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა პალაუს და ბელიზის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემები. მსხვერპლი არ ყოფილა და გემებმა მოძრაობა განაგრძეს.