რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის "ჯოჯოხეთური სანქციების" შესახებ კანონპროექტის მიღების ალბათობა "საკმაოდ მაღალია“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, აშშ-ის ლიდერმა უპასუხა კითხვას, თუ რამდენად სავარაუდოა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღება მომდევნო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში და ხელს მოაწერს თუ არა მას.

"ისინი ამას სერიოზულად განიხილავენ და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება. ეს მისი საქმე იყო. მას ეს ყველაზე მეტად სურდა. თქვენ იცით, რას გრძნობდა ამის მიმართ. და დიდი შანსია, რომ ეს განხორციელდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი ასევე მოიცავს სანქციებს ირანისა და "ჰეზბოლას" წინააღმდეგ.

"ისინი ირანს დაამატებენ და თუ ამას გააკეთებენ, ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯი იქნება. შესაძლოა, მათ ჰეზბოლაც დაამატონ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.