ევროკავშირმა 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, ბიუჯეტი ადამიანების შეშფოთებებს პასუხობს და ევროპის პრიორიტეტებს წინ წევს.

"ევროკავშირს ახლა აქვს 2026 წლის ბიუჯეტი. ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს შორის მიღწეულ შეთანხმებას მივესალმები. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც პასუხობს ადამიანების შეშფოთებებს და წინ წევს ევროპის პრიორიტეტებს. გლობალური არასტაბილურობის პირობებში ევროპა უნდა დარჩეს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და უსაფრთხო”, - წერს მეცოლა სოციალურ ქსელ X-ზე.