ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ირანის თავდასხმის დროს ისრაელმა მოახერხა დიდი რაოდენობით საჰაერო სამიზნეების ჩამოგდება. საერთო ჯამში, დარტყმისთვის გამოიყენეს დაახლოებით 180 ბალისტიკური რაკეტა.

IDF-მა აღნიშნა, რომ ირანის თავდასხმის დროს საჰაერო თავდაცვა იყო "ეფექტური". ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა მონაწილეობა მიიღო დაბომბვის მოგერიებაში, რამდენიმე რაკეტის ჩაჭრაში.

მისივე ცნობით,  იყო "იზოლირებული" დარტყმები ცენტრალურ ისრაელში და კიდევ რამდენიმე დარტყმა ისრაელის სამხრეთით.

სამხედროების თქმით, თავდასხმის დროს ისრაელის საჰაერო ძალების "ობიექტები" არ დაზიანებულა, საჰაერო ძალების თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს ძლიერ დარტყმებს ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით.

"ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებენ სრული სიმძლავრით მოქმედებას და ღამითაც გააგრძელებენ ძლიერ დარტყმებს ახლო აღმოსავლეთში. ამ ღამეს სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით კი, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა.