ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. მანამდე ცოტა ხნით ადრე იყო გაფრთხილება შესაძლო თავდასხმის შესახებ.

The Jerusalem Post-ის ცნობით, ირანიდან ისრაელში 100-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული.

მანამდე მედია წერდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით შესაძლოა, 250-მდე რაკეტა გაუშვას.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა მოქალაქეებისთვის ინსტრუქციები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში გაავრცელა.

"მოსახლეობას მოვუწოდებთ, დაიცვას მითითებები. სირენის გაგონებისას უნდა შეხვიდეთ დაცულ ტერიტორიაზე და დარჩეთ შემდგომ მითითებამდე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე მონაცემებით, ისრაელის ყველა მშვიდობიანი მოქალაქე თავშესაფრებში იმყოფება.

"ჩვენ სერიოზულად ვაკვირდებით საფრთხეს. ვთხოვთ საზოგადოებას, შეასრულოს ინსტრუქციები. ირანიდან ცეცხლი შესაძლოა, ფართომასშტაბიანი იყოს", - განაცხადა IDF-ის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარმა.