აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 9 თებერვალს სომხეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ვენსი ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა სამშვიდობო ძალისხმევის გასაგრძელებლად და „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის წინსვლის მიზნით.

ტრამპმა ასევე გამოთქვა განზრახვა სომხეთთან "მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შესანიშნავი შეთანხმების“ დადების შესახებ.