ეთერებში ამბობთ, რომ თურმე ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივას - ვაი, თქვე უბედურებო, თქვენ ეს ხალხი გონებაშეზღუდულები ხომ არ გგონიათ?  ალტერნატივა არ არის კი არა, არის ყველაზე ნიჭიერი, პატრიოტი ხალხი და ეთერებში ალტერნატივას ვერ არჩევენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ხალხი მზად არის იმისთვის, რომ არ უნდოდეთ ჯურღმულში ცხოვრება. 

"ეთერებში ამბობთ, რომ თურმე ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივას - ვაი, თქვე უბედურებო, თქვენ ეს ხალხი გონებაშეზღუდულები ხომ არ გგონიათ?  ალტერნატივა არ არის კი არა, არის ყველაზე ნიჭიერი, პატრიოტი ხალხი და ეთერებში ალტერნატივას ვერ არჩევენ. 

ამდენი ხანი ვუყურებ და შიში ისე გაჯდა, რომ ყველაფერზე ილაპარაკებენ, კონკრეტიკის გარდა. 

ტერორისტებს როცა აჰყავს მძევლები, ან გადადიან შეტევაზე და ათავისუფლებენ მძევლებს, ან იწყებენ მოლაპარაკებებს, ხოდა, ყველამ გაიგო ლაპარაკი, მაგრამ ბრძოლა არავინ. უნდა იცოდეთ, რომ ხალხი მზად არის იმისთვის, რომ არ უნდოდეთ ჯურღმულში ცხოვრება.

ჩემს საქმესთან დაკავშირებით მურთაზს რაღაც სიგიჟეს ედავებიან და ეს ხდება მიზანმიმართულად. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლესაც ესმის, რომ ჩემი სასამართლო პროცესი არის მაქსიმუმ 3-4 საათიანი, სადაც დაიკითხება ის დანიშნული, მოწვეული მოწმეები, რომლებიც ჰყავს პროკურატურას, მოწვეული! რომელსაც სუსმა მისწერა, რომ გამოგვიყავით ახლა, ლევან ხაბეიშვილისგან შეურაცხყოფილი მოწმეები. იმ ხალხს მისწერეს, მე რომ თავ-პირი დამალეწეს და ამ ადამიანებიდან დანიშნეს, მოიწვიეს სამი ადამიანი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.