CBS News-ის ინფორმაციით, ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში 5 იანვარს ჩაინიშნა.

2-3 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა ოპერაცია ჩაატარა კარაკასში, რომელშიც მონაწილეობდა 150 თვითმფრინავი, აშშ-ის საზღვაო ძალები, დრონები და ცენტრალური დაზვერვის აგენტები.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოგვიანებით გამოაცხადა ვენესუელის დიქტატორის ნიკოლას მადუროს დაკავების შესახებ და გამოაქვეყნა მადუროს პირველი ფოტო დაკავების შემდეგ.

აშშ-მა მადურო ნარკოტერორიზმს და ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა და ბრალი წაუყენა.

ნაკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტი 13 წლის განმავლობაში იყო, ის ქვეყანას უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მართავდა.