უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 212 520 (+990) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 05.01.26-მდე: ტანკები – 11 499 (+2), ჯავშანტექნიკა – 23 857 (+2), საარტილერიო სისტემები – 35 785 (+29), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 592 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 268 (+0), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 100 564 (+704), ფრთოსანი რაკეტები – 4 137 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 72 945 (+169), სპეციალური ტექნიკა – 4 036 (+1).