უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მოემზადება ორი სცენარისთვის - დიპლომატია ან აქტიური თავდაცვის გაგრძელება.

მისი თქმით, უკრაინა უკვე ემზადება შემდეგი დიპლომატიური კვირისთვის. კერძოდ, იქნება შეხვედრები ევროპაში, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გახდეს ქვეყნის თავდაცვაში, ასევე ომის დასრულების დაახლოებაში.

"უკრაინა ორივე სცენარისთვის მოემზადება: დიპლომატიისთვის, რომელსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ, ან აქტიური თავდაცვის გასაგრძელებლად, თუ ჩვენი პარტნიორების ზეწოლა რუსეთზე არასაკმარისი აღმოჩნდება. უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, თუმცა, უკრაინა თავის ძალას არავის დაუთმობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სახელმწიფოსთვის მუშაობს და ვინც იცავს უკრაინას.