რუსეთი ბალტიის ზღვაში ევროპული ქვეყნების მიერ ჩატარებული წვრთნების გამო, რომელიც მოსკოვის მტკიცებით, სამოქალაქო გემების დაკავების პრაქტიკას მოიცავდა, საპასუხო ზომებით იმუქრება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსგავს ქმედებებს მიუღებელი უწოდა.

"ჩვენს საზღვრებთან, ბალტიის ზღვაზე ევროპული ქვეყნები წვრთნებს ატარებენ და სამოქალაქო გემების დაკავებას ამუშავებენ. რას აკეთებენ, რისთვის ემზადებიან? მოდით, ვიცხოვროთ მეგობრულად, თორემ ჩვენც მოგვიწევს პასუხის გაცემა, სხვაგვარად არ იქნება", - განაცხადა პუტინმა.

Marsec EU26-ის მასშტაბური საზღვაო უსაფრთხოების სწავლებები დღეს დასრულდა.

წვრთნები ჰელსინკის სანაპიროსთან ახლოს, ბალტიის ზღვის აკვატორიაში, 2026 წლის 15 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.

ევროპული მხარე განმარტავს, რომ ეს არის თავდაცვითი რეაგირება რუსეთის მხრიდან წყალქვეშა კაბელებს და გაზსადენებზე შესაძლო დივერსიების საფრთხეზე.