ტრამპი თუ გრენლანდიაში შეიჭრება, ეს ნატოს დასასრული იქნება, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

"როდესაც ტრამპი ამბობს, რომ გრენლანდია სურს, ეს სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. თუმცა მე ასევე ნათლად განვაცხადებ, რომ თუ აშშ გადაწყვეტს ნატოს წევრ სხვა ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმას, მაშინ ყველაფერი შეჩერდება, მათ შორის ნატო და შესაბამისად, უსაფრთხოება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დამყარდა“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება. დანიას მხარდაჭერა ევროპის ქვეყნების უმეტესობამ გამოუცხადა.