ირანი სრულად უარს იტყვის ბირთვული იარაღის შემუშავებასა და შეძენაზე, შეერთებულ შტატებთან ახალი შეთანხმების ფარგლებში, ახალი შეთანხმება შესაძლოა, უკვე ხვალ გაფორმდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი შეთანხმებები ირანის მიერ ბირთვული არსენალის შექმნისკენ სწრაფვის საიმედო ბარიერს წარმოადგენს. ობამას ადმინისტრაციის დროს დადებული ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმისგან (JCPOA) განსხვავებით, ამჟამინდელი დოკუმენტი თეირანისთვის რაიმეს გადახდას არ ითვალისწინებს.

"ჩემი ირანთან შეთანხმება სრულიად საპირისპიროა - ბირთვული იარაღის არარსებობის კედელი! სინამდვილეში, მათ აღარ სურთ ბირთვული იარაღი და არც ექნებათ, არც მისი შეძენის და არც განვითარების გზით“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, დოკუმენტის ოფიციალური ხელმოწერისთანავე, ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება ყველა გემისთვის.

ამერიკის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმებების განხორციელება სწრაფად მოხდება, თუმცა გააფრთხილა, რომ თუ შეთანხმება ჩაიშლება, ვაშინგტონს "საუკეთესო ალტერნატივა“ აქვს.