პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ოთხშაბათს გეგმავს გამოაცხადოს 500 მილიონი დოლარის ბოლო სამხედრო დახმარება, რომელსაც აშშ უკრაინას გაუწევს, - ამის შესახებ BLOOMBERG წყაროზე დაყრდნობით წერს.

დახმარება განხორციელდება პრეზიდენტის პირდაპირი უფლებამოსილების მექანიზმით (Presidential Drawdown Authority), რაც ითვალისწინებს იარაღისა და სამხედრო მარაგების მიწოდებას აშშ-ის არსებულ მარაგებიდან, განაცხადეს პირებმა, რომლებმაც არ ისურვეს იდენტიფიცირება.

ეს 500 მილიონი დოლარი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინისთვის გამოყოფილი დაახლოებით 65 მილიარდი დოლარის უსაფრთხოების დახმარების ბოლო ნაწილი.