"რამშტაინის" ფორმატის შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას. ის ხვალ, 9 იანვარს გაიმართება.

"ხვალ ვიქნები "რამშტაინის" ფორმატში შეხვედრაზე, ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები პარტნიორებთან თავდაცვის მინისტრებისა და სამხედრო მეთაურების დონეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უკვე გერმანიაში იმყოფება და მან პირველი შეხვედრების გამართვა დაიწყო.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მთავარი საკითხებია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და რუსული სამხედრო ავიაციის უკრაინის ქალაქებიდან და საზღვრებიდან განდევნის შესაძლებლობა.

"ეს რეალურია, თუ პარტნიორები ახლა შეასრულებენ შეთანხმებებს, რომლებზეც დიდი ხანია, ვსაუბრობდით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე, როგორც ზელენსკიმ განმარტა, რამშტაინში ისინი პარტნიორებთან ერთად განიხილავენ, თუ როგორ იმუშავებენ თავდაცვის კოალიციები 2025 წელს.

"ევროპას აქვს მხოლოდ ერთი არჩევანი - და ეს არის ისტორიული არჩევანი - გაძლიერდეს, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, უფრო მეტად დაეყრდნოს საკუთარ თავს. ჩვენ უნდა ვიყოთ ზრდასრულები ამ სამყაროში და მზად ვიყოთ ჩვენი ევროპული წვლილი შევიტანოთ გლობალურ უსაფრთხოებაში. ეს იქნება ყველასთვის სწორი ევროპაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.