აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

ბლინკენის თქმით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსაც შეეხო.

"ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოსთან დაკავშირებითაც. საქართველოში არის დემოკრატიული უკან დახევა, რაც ღრმად შემაშფოთებელია და არა მხოლოდ დემოკრატიული უკან დახევა, არამედ უკან დახევა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებისგან, სწრაფვა, აეშენებინა მომავალი, რომელიც უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან", - განაცხადა ბლინკენმა.