კანადას სურს, მიიღოს ის სარგებელი, რაც შტატის სტატუსს მოაქვს, ისე, რომ თავად შტატი არ იყოს, –  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

"ისინი, ასევე, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენს შესანიშნავ ფერმერებს უზარმაზარ ტარიფებს უწესებდნენ, ეს აღარ გაგრძელდება“, – წერს ტრამპი.

აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შემდეგაც აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა.

აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ კი კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანადა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს დოლარს დოლარზე გაათანაბრებს. როგორც მარკ კარნიმ განაცხადა, აღნიშნული ტარიფები 8 სექტემბერს ამოქმედდება.