აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.

"შესანიშნავი ამბავი! ჩემი მეგობრის, კაროლ ნავროცკის, პოლონეთის პრეზიდენტის, გაბედული ლიდერობის წყალობით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის გახსნაზე. ეს თუ მოხდება, მისი მდებარეობა ძალიან მალე გახდება ცნობილი.

ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება ჩვენი შესანიშნავი ამერიკულ-პოლონური ალიანსისთვის“, – წერს ტრამპი.