აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს შეერთებული შტატების ნატოდან გასვლის შესაძლებლობას. ის ამ საკითხს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან განიხილავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ჟურნალისტმა ლევიტს ჰკითხა, კვლავ განიხილავს თუ არა აშშ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გასვლას.

"ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი მას რამდენიმე საათში გენერალურ მდივან რუტესთან ერთად განიხილავს. შესაძლოა, ამ შეხვედრის შემდეგ, რომელიც დღეს შუადღისას გაიმართება, თქვენ კომენტარებს უშუალოდ პრეზიდენტისგან მოისმენთ", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს მწვავე კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა მოკავშირეებმა უარი თქვეს მის მოთხოვნაზე, გაეგზავნათ სამხედრო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განბლოკვის მიზნით.