ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს საკუთარ სიტყვებზე დაფიქრებას ურჩევს.

"მე არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ, ერთად დაანგრიონ თავიანთი მკვდარი ეკონომიკა, მე არ მაინტერესებს. ჩვენ ინდოეთთან ძალიან ცოტა საქმიანი ურთიერთობა გვქონია, მათი ტარიფები ძალიან მაღალია, თითქმის ყველაზე მაღალი მსოფლიოში. ასევე, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის არ აწარმოებენ საერთო ბიზნესს. დავტოვოთ ეს ისე, როგორც არის და ვუთხრათ მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ის პრეზიდენტია, ყურადღება მიაქციოს თავის სიტყვებს, რადგან ის ძალიან საშიშ ტერიტორიაზე გადადის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყოველი ახალი ულტიმატუმი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვს უყენებს, ომისკენ გადადგმული ნაბიჯია.