აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" თურქეთი, ინდონეზია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, პაკისტანი, იორდანია, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეუერთდებიან.

მანამდე “მშვიდობის საბჭოში” გაწევრიანებაზე მზადყოფნის შესახებ განაცხადეს ისრაელმა, მაროკომ, არგენტინამ, უნგრეთმა და ბელარუსმა. საფრანგეთმა, დანიამ, ნორვეგიამ და შვედეთმა უარი თქვეს გაწევრიანებაზე.

მთლიანობაში, მოწვევა მსოფლიოს მასშტაბით 60 ქვეყნის ლიდერმა მიიღო, მათ შორის რუსეთმა, იტალიამ, ბრაზილიამ, ინდოეთმა და ა.შ.

ტრამპმა მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია.

დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. საბჭო წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების, მათ შორის ისრაელი-ღაზას კონფლიქტის, მოგვარებას. თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“, აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.