აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ყველა ელექტროსადგურის განადგურებით იმუქრება, თუ მხარეები სამშაბათს, 7 აპრილის საღამომდე, ჰორმუზის სრუტის გახსნაზე არ შეთანხმდებიან.

"თუ ისინი არ შეასრულებენ თავიანთ დაპირებას, თუ გადაწყვეტენ [სრუტის] დახურვას, ისინი დაკარგავენ ყველა ელექტროსადგურს და ყველა სხვა საწარმოს მთელი ქვეყნის მასშტაბით... თუ ისინი სამშაბათ საღამომდე არაფერს გააკეთებენ, მათ არც ელექტროსადგურები და არც ხიდები არ ექნებათ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ირანს ვადა აქვს სამშაბათს საღამომდე.

ტრამპს ასევე ჰკითხეს, თუ როდის დასრულდებოდა ომი, რაზეც მან უპასუხა, რომ "მალე განაცხადებს".

"მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერ პოზიციაში ვართ და ამ ქვეყანას (ირანს) 20 წელი დასჭირდება აღსადგენად, თუ გაუმართლა, თუ საერთოდ ექნებათ ქვეყანა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, აწუხებს თუ არა მას, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად ირანის 93 მილიონი მოსახლეობა დაზიანდეს, ტრამპმა უპასუხა: "არა, მათ სურთ, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ“.

მისივე თქმით, ირანელები "ჯოჯოხეთში ცხოვრობენ".

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად კიდევ 48 საათი მისცა. დღეს მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოწოდება.