ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამართლებულად მიიჩნევს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას სამხედრო დანაშაულის გამო ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.

"ვფიქრობ, ეს გამართლებულია", - განუცხადა ამერიკელმა ლიდერმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ორდერი "ძალიან ძლიერი არგუმენტია".

”პუტინმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები”, - აღნიშნა ბაიდენმა.