უკრაინის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უცვლელია. პრიორიტეტები ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება და ტყვეთა გაცვლაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა აბუ-დაბის მოლაპარაკებების შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, უკრაინის მთავარი ამოცანებია: რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს სამართლიან და მდგრად მშვიდობას, შეინარჩუნოს უკრაინელების სიცოცხლე, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება.

"ორი დღის განმავლობაში აბუ-დაბიში უკრაინული დელეგაცია ომის დასრულების გზების ძიებაზე მუშაობდა", - აღნიშნა მან.

ბუდანოვის თქმით, მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა, თუმცა უკრაინის პოზიცია უცვლელია: აუცილებელია ომის შეჩერება და ისეთი ქმედითი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რომელიც მშვიდობის მდგრადობას უზრუნველყოფს და რუსეთის აგრესიის განმეორებას გამორიცხავს.

მისივე შეფასებით, უკრაინას მნიშვნელოვანი შედეგი აქვს ტყვეების დაბრუნების საკითხში და ეს უპირობო პრიორიტეტია.

მოლაპარაკებების შემდეგ გარდა ამისა, რუსეთმა ტყვეთა მასშტაბური გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე განაცხადა. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმერ მედინსკის თქმით, დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.