პირველად, ჩინეთმა მკაცრად და კატეგორიულად გააფრთხილა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ჩინეთის თემა ერთ-ერთი ცენტრალური გახდა სამიტზე ტრამპთან მისი მოლაპარაკებების დროს - აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა განიხილეს პეკინის როლი ომში, მისი შესაძლო მონაწილეობა და კონფლიქტის მიმდინარეობაზე მისი პოტენციური გავლენა.

ამავდროულად, მისი თქმით, რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა აცნობა სამიტის ფარგლებში ჩინეთის წარმომადგენლებთან კონტაქტების შესახებ და პეკინმა ძალიან მკაცრი რეაგირება მოახდინა რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც უკრაინის სამხედრო დარტყმების საპასუხოდ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ეხებოდა.

"მეჩვენება, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ ძალიან მკაფიოდ და ძალიან მტკიცედ მოახდინეს რეაგირება - როგორც მითხრეს ულტიმატუმის სახით, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით არანაირი მოსაზრება არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.