შეერთებული შტატები უკრაინის თავდაცვის ძალებს უახლოეს დღეებში Patriot-ისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების ახალ პაკეტს მიაწვდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"მივიჩნევ, რომ ეს სამიტი უკრაინისთვის პროდუქტიული იყო. უახლოეს დღეებში ჩვენ შეერთებული შტატებისგან პაკეტს მივიღებთ და ასევე მქონდა ცალკეული შეთანხმებები ევროპელებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ევროპულ ქვეყნებთან კონკრეტული ვადები ჯერ არ არსებობს, თუმცა უკრაინა დამატებით PAC-3 რაკეტებს აუცილებლად მიიღებს.

 Patriot-ის რაკეტების დეფიციტი, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების ჩაჭრა შეუძლიათ, უკრაინისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.