უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, მომავალ კვირას ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების დასასრულებლად შეხვდეს, - ინფორმაციას Axios ავრცელებს.

გამოცემა უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერს, რომ არსებობს შესაძლებლობა, ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ის ტრამპთან შესახვედრად და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების დასასრულებლად ეწვიოს.

Axios ასევე წერს, რომ არ არის გამორიცხული, ორ ლიდერს შორის შეხვედრა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს შედგეს, რომელიც იანვარში გაიმართება.

8 იანვარს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტი, ფაქტობრივად, მზადაა. შემდეგი ნაბიჯი მისი უმაღლეს დონეზე დასრულება იქნება.

7 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ პარიზში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს, უკრაინისა და ამერიკის წარმომადგენლები ლიდერების დონეზე შემდგომ კონტაქტებზე შეთანხმდნენ და ომის დასრულების გეგმის ძირითადი ელემენტები განიხილეს.