"ქართულ ოცნებაში" არ არიან დაინტერესებული არა მარტო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან გაწვევით, არამედ მათ ოფიციალურად არ აქვთ ამის უფლება რუსეთისგან, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.  

მისივე თქმით, სირია არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც "ქართულ ოცნებას" არაფერი არ გაუკეთებია.

"ქართველი დიპლომატები ცდილობდნენ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების საკითხთან დაკავშირებით დროის გამოყენებას სხვადასხვა ფორმატში, რისი უფლებაც მათ არ მიეცათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან.

არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, რომ მათ, რეალურად, არაფერი არ გაუკეთებიათ სირიის შემთხვევაში, არაფერია გასაკვირი არც იმაში, რომ არანაირ ძალისხმევას არ გამოიჩენენ ვენესუელასთან მიმართებაშიც და ცხადია, რომ ამ ე.წ. ხელისუფლებას არანაირი წინსვლა არ ექნება. ისინი არ არიან დაინტერესებული არა მარტო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან გაწვევით, არამედ მათ ოფიციალურად არ აქვთ ამის უფლება რუსეთისგან. სირია არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც "ქართულ ოცნებას" არაფერი არ გაუკეთებია", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.