უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 039 830 (+1180) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 18.07.25-მდე: ტანკები – 11 032 (+3), ჯავშანტექნიკა – 23 005 (+9), საარტილერიო სისტემები – 30 485 (+47), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1441 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1197 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 46 549 (+135), ფრთოსანი რაკეტები – 3491 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 55 494 (+111), სპეციალური ტექნიკა – 3932 (+0).

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ საღამოს მდგომარეობით, დღის განმავლობაში ფრონტზე 131 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. მათ მესამედზე მეტი ისევ პოკროვსკის მიმართულებით.