მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"სავარაუდოდ, იანვარში ფაბში ოლეოლა რომ ვიმღერე, ეს "დაქირავებულები" მეც დამხვდნენ სახლთან ბოლოს და ბოლოს", - წერს თარხნიშვილი სოციალურ ქსელში.
მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"სავარაუდოდ, იანვარში ფაბში ოლეოლა რომ ვიმღერე, ეს "დაქირავებულები" მეც დამხვდნენ სახლთან ბოლოს და ბოლოს", - წერს თარხნიშვილი სოციალურ ქსელში.
1773230240
კამპანიის „ჯიუტი ქალების თვე“ ფარგლებში თიბისი წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც საქმის ერთგულებით, მიზნებისკენ ჯიუტი სვლითა და ბარიერების დაძლევით, არა მხოლოდ საკუთარ გზას ქმნიან, არამედ მაგალითს აძლევენ გარშემო მყოფ ქალებსა და გოგოებს, რომლებსაც სურთ დაიჯერონ, რომ მათაც შეუძლიათ მიზნების მიღწევა.ქალებისა და გოგოების გაძლიერება, მათი ოცნებებისა და მიზნებისკენ სვლის ხელშეწყობა, თიბისისთვის უკვე ათწლეულებია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ბრენდი მუდმივად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალებს ეხმარება, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და თამამად გადადგან ნაბიჯი წინ.თიბისის კამპანია „ჯიუტი ქალების თვე“ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უკეთესი მომავლისთვის ცვლილებები ხშირად საკუთარი ძალის და შესაძლებლობების რწმენით იწყება. სწორედ ეს რწმენა იქცევა ყველაზე ძლიერ მოტივაციად, რომელიც ადამიანებს მიზნების მიღწევაში ეხმარება - მთავარია გჯეროდეს!
1773227621
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დროული და სწორი ნაბიჯების გადადგმა."საზოგადოება უნდა შეეშველოს ამ უგუნური რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოშლას და ცვლილებას, რაც უნდა მოხდეს საქართველოს პირობებში მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავისით როდის იქნება ეს, არ ვარ დარწმუნებული, რომ მალე მოხდება, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ შეიძლება გეოპოლიტიკური პოზიცია და ვითარება ჩვენთვის, საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის სასარგებლოდ მოეწყოს უახლოეს ხანებში.ამიტომ, ჩვენ გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, არა რა იქნება იქ, ან სხვაგან, თუნდაც ჩვენს პარტნიორებში, არამედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ მოქალაქეებმა და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსებმა, ჩვენი პასუხისმგებლობით, შევცვალოთ დროულად ეს ძირგამომპალი, კორუმპირებული, რუსული რეჟიმი", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
1773226045
მისივე თქმით, ეს არის ხალხის კონტროლის და დაშინების წარუმატებელი მცდელობა."მე მგონია, რომ ცდილობენ, გარკვეული ტიპის შიშის დანერგვას, რომ არავინ არ ისაუბროს იმ თემებზე, რომელიც შეიძლება ხელისუფლებისთვის არ იყოს სასურველი, მაგრამ არავის არაფრის შეეშინდება, მაინც ყველა ილაპარაკებს. ჯერ პირდაპირ გაფორმებულ დიქტატურაზე მაინც ვერ მიდიან - მინდა ვიყო დიქტატორის მომენტი აქვთ და ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ არ აძლევთ ამის საშუალებას ადგილობრივი და საერთაშორისო მდგომარეობა. ამიტომ, ეს არის დაშინების მცდელობა, მაგრამ განწირული. ამით არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იგდებს თავს უსაფრთხოების სამსახური", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.10 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დაიბარა. საქმე ეხებოდა გია ხუხაშვილის მიერ ერთ-ერთ ტელევიზიაში გაჟღერებულ ანალიზს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამავე საკითხზე რამდენიმე დღის წინ სხვა პირებიც გამოჰკითხეს.
1773224810
"საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას – სამინისტრო ამ მიმართულებით სისტემატურად ატარებს საპოლიციო, მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს.გასული 2 დღის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები – სულ დაკავებულია 51 პირი.აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები, ასეულობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, რასაც ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს.მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი და უსაფრთხო გარემო", - განაცხადა დარახველიძემ.
1773221580
სავარაუდო მიზეზად თრომბი დასახელდა.როგორც ცნობილია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.მომხდარზე კომენტარი კლინიკას, სადაც ორსული ქალი აღრიცხვაზე დადიოდა, არ გაუკეთებიათ.
1773219921
16 მარტიდან გაუქმდება მეტროსადგურის შეზღუდული გრაფიკის გამო დროებით დანიშნული ავტობუსი N174, რომელსაც მგზავრები „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაჰყავდა და პირიქით.თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ბაქანზე განხორციელდა რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, გაიწმინდა და დამუშავდა ჭერის კოროზირებული და დაზიანებული ზედაპირები; განხორციელდა თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების სპეციალური ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; დამატებით, მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციის მიზნით, შესრულდა რკინაბეტონის თაღის ტემპერატურული ღარებისა და ნაკერების, ასევე, დახრილი საესკალატორო გვირაბის თუჯის სამაგრების გაწმენდა და ჰერმეტიზაცია.ამასთანავე, დასრულდა ქვედა ბაქნისა და დახრილი საესკალატორო გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამჟამად მზადდება ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების (მზიდი რკინაბეტონის რიგელების) რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც უშუალოდ სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
1773219673
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში უბნების დონეზე და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მაქსიმალურად იყოს გამწვანებული. "ქალაქში კიდევ ერთ სკვერს მოაწყობს გლდანის რაიონის გამგეობა. სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის N12-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 2 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნესსივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტისთვის, დაახლოებით, 600 000 ლარი დაიხარჯება."ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ასეთი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. დიდი საპარკო არეალები საქალაქთაშორისო მნიშვნელობის პარკები, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ამ კუთხით, ბევრი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შევიდეთ უბნების დონეზე და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მაქსიმალურად გავამწვანოთ. ამასთან, განვახორციელოთ უკანონო შემოღობვებისა და უსახური, ყველანაირი პრობლემის მქონე ფარეხების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, თავად მოსახლეობის გადაწყვეტილებითა და ჩართულობით, შევიმუშაოთ პროექტი, რომელიც, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის იქნება მისაღები. სასიამოვნოა ის, რომ პარკები გადავსებულია ყველა თაობის ადამიანებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა და მოსახლეობას აქტიურობისა და ჩართულობისკენ მოუწოდა.აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ უსახური ფარეხების და უკანონო შემოღობვების დემონტაჟისთვის საჭირო ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი გაიღებს.
1773219519
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეს თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა.„დედაქალაქის მუნიციპალური თავშესაფარი ლილოში ფუნქციონირებს, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. მიუსაფარი პირები კვებით, პირადი მოხმარების ნივთებითa და ჰიგიენური საშუალებებით არიან უზრუნველყოფილი, 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებს. თავშესაფრის მობინადრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი მოვლისა და მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია უზრუნველყოფს. თავშესაფრის მობინადრეებს ემსახურებიან სოციალური მუშაკები, საჭიროების მიხედვით კი უზრუნველყოფილი არიან ფსიქოლოგის მომსახურებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მიუსაფარ პირთა ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობის დახმარებით, სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, რომელთა შორის ერთ-ერთი არტ თერაპიაა."მიუსაფარი პირები ეუფლებიან ხატვას, ქარგვას, კერვას, ქსოვას და პოლიმერულ თიხაზე მუშაობას. ასევე, მათი პროფესიული უნარების განვითარებისა და შემდგომში თვითდასაქმებისთვის ტრენინგები ტარდება. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ინდივიდუალური მუშაობის გარდა, დიდ ყურადღებას უთმობენ მობინადრეთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, მხარდაჭერასა და მათ გუნდური ნამუშევრების შექმნაში ეხმარებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე ინფორმაციით, დღეისთვის თავშესაფარში 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, რომელთაგან 45 ქალია. თავშესაფრის მობინადრეთაგან ყველაზე ახალგაზრდა - 18 წლის მამაკაცია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული - 92 წლის ქალი."მუნიციპალურ თავშესაფარს, მისი ფუნქციონირებიდან დღემდე, სრული დატვირთვით არასდროს უმუშავია და მობინადრეთა მაქსიმალური რაოდენობა ზამთრის პერიოდის ჩათვლით, 170 პირი იყო. მოქალაქეს თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა. თავშესაფარში მოსახვედრად დედაქალაქში რეგისტრაციაა საჭირო, თუმცა ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მათ ამის გამო, ღამის გათევაზე უარს არ ეუბნებიან“, - განაცხადა კალაძემ.მისივე თქმით, თავშესაფრის გამართული მუშაობისთვის ბიუჯეტში 4 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
1 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1772306781
ტრამპი - 8 მარტის ღამეს ირანი ძალიან სერიოზულ დარტყმას მიიღებს
1772887534
"ეს არის ომი, რომელიც აშშ-მა შეერთებულმა შტატებმა თავად აირჩია და მათ ამისთვის გადახდა მოუწევთ, ჩვენ ომი არ გვინდა"
1772295257
საუდის არაბეთი - მხარს ვუჭერთ მოძმე ქვეყნების მიერ მიღებულ ყველა ზომას ირანის მიერ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ
1772280840
მედიის ცნობით, სამხედრო ოპერაციის შედეგად აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია განადგურდა
1772289443