უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 166 450 (+1 190) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 24.11.25-მდე: ტანკები – 11 366 (+3), ჯავშანტექნიკა – 23 620 (+5), საარტილერიო სისტემები – 34 626 (+41), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 549 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 248 (+0), თვითმფრინავები – 428 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 83 769 (+431), ფრთოსანი რაკეტები – 3 981 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 68 006 (+84), სპეციალური ტექნიკა – 4 003 (+0).