ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. მისი ღირებულება 400 მილიონი დოლარია.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

"ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდას. დღეს მინდა გამოვაცხადო 400 მილიონი დოლარის დახმარების საპრეზიდენტო პაკეტის გამოყოფის შესახებ“, - განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, ახალი პაკეტი უკრაინისთვის საბრძოლო მასალას, სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას მოიცავს.

ოსტინი კიევში დღეს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. მისი გეგმები მოიცავდა უკრაინის შემდგომი დახმარების განხილვას.