მრავალი წელია, თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. დღეს შემთხვევით გავარკვიე, რომ ცხრილში ჩემი სახელი აღარ არის შეტანილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი წერს.

"მრავალი წელია, თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. დღეს შემთხვევით გავარკვიე რომ ცხრილში ჩემი სახელი აღარ არის შეტანილი, ანუ ფაკულტეტმა არ ისურვა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება, ისე რომ ჩემთვის არაფერი უთქვამთ საერთოდ. გახსოვთ ალბათ, რუსული კანონის მიღების გამო სტუდენტების გაფიცვისას, კობახიძის (თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე) მუქარა, თსუ-ის აკადემიურ პერსონალში წმენდაა ჩასატარებელიო, ხოდა დაუწყიათ მუქარის ასრულება.

გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან დამწყდა გული, რადგან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა სტუდენტებთან ურთიერთობა, ბევრთან დავმეგობრდი კიდეც. განსაკუთრებით აღმაფრთოვანა გაზაფხულზე, ორი კვირის განმავლობაში სტუდენტების ერთსულოვანმა პროტესტმა (გაფიცვა). ძალიან გონიერი და ღირსეული ახალგაზრდები გვყავს, ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში სწორად შეაფასეს მმართველი რეჟიმის მოღალატეობრივი ქმედებები და დარწმუნებული ვარ სათანადო დასკვნაც გააკეთეს - 26 ოქტომბერს რუსული რეჟიმი უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას. ნამდვილად ვიმსახურებთ ქართველები ევროკავშირში ბედნიერ მომავალს და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც იქნება", - წერს დიტო საძაგლიშვილი.