პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
შეხვედრის ფოტოს პრეზიდენტი Facebook-ზე ავრცელებს.
შეხვედრის დეტალები უცნობია.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
შეხვედრის ფოტოს პრეზიდენტი Facebook-ზე ავრცელებს.
შეხვედრის დეტალები უცნობია.
1729622901
მისივე თქმით, თვეებია უკვე აშშ-იდან მხოლოდ სანქციებზე საუბარი ისმის."მე ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს იმაში, რომ ივანიშვილის განცხადება იყო გზავნილი, რომელიც მას სჭირდება იმიტომ, რომ მის მხარდამჭერებშიც კი არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობა არ გქონდეს გაფუჭებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან და როცა თვეები ამერიკიდან მარტო სანქციებზე საუბარი მოდის და სხვა ტიპის რიტორიკა საერთოდ არ იმის, მას სჭირდება თქვას, რომ გადატვირთვას მოვახდენთ, დავალაგებთ ურთიერთობას "გლობალური ომის პარტიასთან" და ასე შემდეგ, რაც შეუთავსებელი რაღაცებია. თუ მართლა მაგისი გჯერა, რომ "გლობალური ომის პარტია" არსებობს, რომელსაც ამ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდა, მაშინ ვისთან ალაგებ ურთიერთობას, ან როგორ?!", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
1729621928
მისივე თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკა მაშინ დალაგდება, როცა ახალი მთავრობა მოვა.ბიძინა ივანიშვილმა, "ოცნებამ" და "ოცნების" პოლიტიკამ აურია ამ ქვეყანას თავისი დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მიჰყვებოდა, სხვათა შორის, "ოცნება" მთელი პირველი პერიოდი. მერე აურია ამ ქვეყანას და დაგვტოვა იზოლაციაში. დალაგდება, როცა მოვა ახალი მთავრობა. ევროკავშირის წარმომადგენლები ბრიუსელიდან თუ აქ ძალიან ნათლად ამბობენ, რომ ამ მთავრობის პირობებში და ამ მთავრობის რიტორიკის, გადაწყვეტილებების ფონზე, არანაირი დალაგება არ იქნება. დალაგება იქნება იმ მთავრობის საქმე, რომელიც მოვა დიდი უმრავლესობით და რომელიც ნამდვილად დაალაგებს, ამისი პირობა მაქვს მიღებული ევროპელი, ამერიკელი პარტნიორებისგან. ყველა მზადაა და ელოდება, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოხატოს თავისი ნება, რომ დაუბრუნდეს პროდასავლურ, პროევროპულ პოლიტიკას. პრორუსული პოლიტიკის ფონზე, არაფერი არ დალაგდება ამ კუთხით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1729621453
მისივე თქმით, ქვეყანამ კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა უნდა ისწავლოს. "გადავდივართ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, როცა უნდა ვისწავლოთ, რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა. კოალიციური იქნება თუ ტექნიკური მთავრობა, მთავარია, რომ იქნება კოალიციური მმართველობა. გვყავს ოთხი პროდასავლური პარტია, საზოგადოება მათ მისცემს ხმას და მათ უნდა მოახერხონ, რომ მართონ ქვეყანა. ეს იქნება უდიდესი წინსვლა, წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან დავემშვიდობებით ერთპარტიულ მმართველობას, რომელშიც, პრაქტიკულად, 30 წელზე მეტია, ჩაძირული ვართ.ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, ჩათვალეთ, გაქვთ არჩევანი - 4 პარტია, შეიძლება, არც ერთი არ იყოს თქვენთვის იდეალური, მაგრამ ჯამში, ესენი არიან ჩვენი მომავალი, ჩვენ მერე ვნახავთ ამის გარდაქმნას, მერე ვნახავთ ახალ პარტიებს, რომლებიც როცა შიში და ერთპარტიულობა მოიხსნება, მაგალითად, ერთპარტიული კონტროლი ცესკოზე, ბევრად უფრო ღია და გაშლილი იქნება საარჩევნო სივრცე. ამიტომ, ნუ გეშინიათ, ხმა მიეცით იმას, რომელიც თქვენი გემოვნებით უფრო უახლოვდება თქვენს მსოფლმხედველობას, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს პარტიები ჩემ წინაშე არიან ვალდებული და პასუხისმგებლები, რომ შეასრულონ ქართული ქარტია, რომელიც არის სამოქმედო გეგმა, რომ ძალიან სწრაფად შევიდეთ ევროკავშირში და მე მათ, ყველას, ამაზე პასუხს მოვთხოვ" , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1729621165
მისივე თქმით, სახეზეა რეჟიმი, რომელიც იმართება თვითსიდიადის რწმენაში მყოფი კონსპირაციების თეორიებით."ივანიშვილი მარცხს შეგუებულია. აღიარებისთვის მზად არის თუ არა, მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ ის, რომ ის დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს არავითარი შანსი, ის ამაში დარწმუნებულია. ძალიან გულწრფელი ინტერვიუ იყო, სადაც ნატურალურ მდგომარეობაში ელაპარაკა ქართველ ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს ყველაფერზე, რასაც ფიქრობს. თვითრწმენა, რომელიც ბატონ ივანიშვილს აქვს, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს და ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც, ლონდონშიც და პეკინშიც გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, თბილისში როგორ მოიქცევიანო, ძალიან მძიმე ფორმაა. მას ამისი მართლა სჯერა და ამიტომაცაა სახიფათო.ჩვენ სახეზე გვაქვს რეჟიმი, რომელიც იმართება, აი, ამ თვითსიდიადის რწმენაში მყოფი, კონსპირაციების თეორიებით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
1729610993
"საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია!მეგობრებო, რა დროს სოციალური დაპირებები და ფერადი კლიპებია! ჩვენ ხომ სინამდვილეში სამშობლოს ვკარგავთ, დიდი უბედურება გვემუქრება თუ 26-ში ყველანი არ დავირაზმეთ და არ მივედით საარჩევნო უბნებში, ჩვენ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ, არა მხოლოდ ქვეყანა მკვეთრად გაღარიბდება, არამედ ის საერთოდ აღარ გვექნება და რუსეთის ჩვეულებრივი ნაწილი გავხდებით.ამიტომ დაპირებებში კი ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, მივიყვანოთ ყველამ ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებთან და ასე ერთიანობით გადავარჩინოთ საქართველო.მოვუწოდებ ყველა პარტიას და აქტიურ ადამიანს, დავეხმაროთ თბილისში მყოფ რეგიონებიდან ჩამოსული ამომრჩევლების თავისი რეგისტრაციის უბნებზე ტრანსპორტირებაში, ავტობუსებით და თუ ავტობუსებს დაბლოკავენ, კერძო მანქანებით, თითოეული ხმის დაკარგვა სასიკვდილო საშიშროებას შეიცავს, მხოლოდ სრული მობილიზაციაა გამოსავალი!" - წერს სააკაშვილი.
1729610447
"ვერ ვხედავ საფუძველს, ამის არ მჯეროდეს. მათ მაგალითად მოჰყავთ დიალოგი დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ მათ სამხედრო მოქმედებებისკენ რუსეთთან.არ მაქვს საფუძველი მათ არ ვენდობოდე", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.უკრაინაში ომის დაწყების დღიდან "ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ დასავლეთი საქართველოს "მეორე ფრონტის" გახსნისკენ მოუწოდებს.
1729606275
პროტესტის მონაწილეების თქმით, თითოეულ მათგანს უწევთ შიმშილობასა და უმძიმეს პირობებში ცხოვრება, რადგან არ აქვთ საცხოვრებელი."მარტოხელა დედა ვარ, 9 წელია, ასე ვწვალობ. 2 ტყუპი შვილი მყავს და არანაირი საშუალება არ მაქვს იმის, რომ ვუყიდო საკვები და მყავდეს თბილ ოთახში. ამდენი ხანია, ვითხოვთ დახმარებას, რომ ჭერი გვქონდეს და აღარ ვიყოთ ასე უსახლკაროდ“, - განაცხადა პროტესტის მონაწილემ.მათივე თქმით, მთავრობა არანაირად არ იწუხებს თავს და არ ცდილობს ყურადღება მიაქციოს ამ საზოგადოებას."ესენი თვეებია, დადიან რიჟვაძის ოფისთან და რიჟვაძე იგნორირებას უკეთებს ამ ადამიანებს. საკუთარ მოსახლეობას უკეთებს იგნორს. აჭარას დღეს იმდენი რესურსი აქვს, როგორიც არც ერთ რეგიონს. უსახლკაროების პრობლემა უნდა მოიხსნას, მაგრამ იქამდე მიჰყავთ ეს საზოგადოება, რომ ესენი არ დაიშლებიან. არჩევნების შემდეგ, აჭარაში სერიოზული სოციალური აჯანყებაა მოსალოდნელი“, - განაცხადა თამაზ ბაკურაძემ.
1729605139
მისივე თქმით, მისთვის ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ამერიკა ისეთი სუსტია, ომში ჩართვას ყველას სთხოვს და არავინ ერთვება."არ მჯერა, რომ ამერიკა ისეთი სუსტია, ომში ჩართვას ყველას სთხოვს და არავინ ერთვება, ეს არგუმენტი თავიდანვე არადამაჯერებელია.შეიძლება, ეს ნათქვამი ვალიდური იყოს მაშინ, როცა ომში უკვე 20 ქვეყანა ჩაერთო და 21-ე ხარ, ვინც არ ჩაერთე. მანამდე კი ის 20 ქვეყანა განადგურდა და ბრძნული მმართველობის შედეგად, ისევ თავისუფალი ქვეყანა ხარ, ეს რომ იყოს, დავიჯერებდი, მაგრამ ომში ისევ ის ქვეყნები არიან, რითაც ომი დაიწყო, ხოლო ჩვენი ქვეყანა პროდასავლური კურსიდან თავისი შინაარსით პრორუსულ კურსზე გადავიდა. ომით დაზიანება ცუდია და ამას ვერაფერი შეედრება, მაგრამ სხვისი ომის შედეგად მეგობრებს და პარტნიორებს რომ კარგავ და გზას ასცდები, არც ეს არის სახარბიელო საქმე მაშინ, როცა ომში საერთოდ ჩართული არ იყავი", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დიდ დიღომში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა
1729068287
თამაზ ელიზბარაშვილი - ციხის კადრების ერთ-ერთი გამომტანი და "ცოცხების ზღაპრის" ერთ-ერთი შემოქმედი ვიყავი მე
1728715621
ალექსი პეტრიაშვილის ვაჟი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
1728724572
11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1728590017
"საშინელ მდგომარეობაში ვარ, ყველაფერი, რასაც წლები ვაგროვებდი, ერთ ღამეში წამართვეს"
1728819619