პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.

ოსტინმა ინტერნეტში გამოაქვეყნა ფოტო დედაქალაქის სადგურიდან. მას კიევში აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.

"მე ახლახან ჩავედი კიევში უკრაინელ ლიდერებთან შესახვედრად. დღეს აქ ვარ მნიშვნელოვანი გზავნილის გადასაცემად - შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, როგორც ახლა, ასევე მომავალში", - წერს ოსტინი.

პენტაგონის ხელმძღვანელი უკრაინაში "რამშტაინის" ფორმატში ახალი შეხვედრამდე ორი დღით ადრე ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის ახალი შეხვედრა ოთხშაბათს, 22 ნოემბერს გაიმართება.