რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების 30-დღიან მორატორიუმს დათანხმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის იდეას რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ორმხრივი შეწყვეტის შესახებ 30 დღით და მისცა შესაბამისი ბრძანება მის სამხედროებს.

ამასთან, პუტინმა არ მიიღო აშშ-ის წინადადება ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ 30 დღის განმავლობაში, რასაც კრემლის განცხადებებიც მოწმობს.

მან დაასახელა პირობები, რომლებშიც შეიძლება მოხდეს საომარი მოქმედებების შეწყვეტა. პუტინი უკრაინაში მობილიზაციის, სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვს.